21:44 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 14:45:32, 518 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, კორინთას ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგდა

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, კორინთას ქუჩა რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, 1 158 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, 430 კვ.მეტრ ფართობზე კი ბეტონის საფარი მოეწყო.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გრუნტის გზა იყო, ახლა კი მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 101 221 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics