|
2022-02-28 14:00:45, 642 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლომჯარია ღარიბაშვილს - ირაკლი, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, თავს ნუ გვჭრი!
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისმიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, სადაც მან უკრაინასთან დაკავშირებით ისაუბრა. ლომჯარია ამბობს, რომ ღარიბაშვილს არავინ სთხოვს გახდეს ზელენსკი. ამასთან, ომბუდსმენი პრემიერს მიმართავს და ამბობს რომ სანქციებიც და ვაქცინაც მუსაობს. "ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს, ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!" - წერს ლომჯარია. ცნობისთვის, დღეს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სააკაშვილი, რომ იყოს ხელისუფლებაში, ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში. ამასთან პრემიერის თქმით, უკრაინის დედაქალაქი იბომბემა და ამის შემჩერებელი არავინ არ არის და მიღებული სანქციები არაეფექტურია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)