|
2022-02-26 13:12:52, 686 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის რადის დეპუტატი - ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით, რუსეთმა წაგართვათ მიწები, მიდით, დროა
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ საქართველომ უნდა იბრძოლოს თავის ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ამისთვის საუკეთესო დრო სწორედ ახლაა. „ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია - იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით, გამოგადგებათ. დამპყრობლის მთელი არმია მიიჩქარის უკრაინისკენ, რათა სწრაფად დაასრულოს თავისი მიწიერი მოგზაურობა აქ. პუტინი სხვა ქვეყნებს კბენს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. პატარა პრეზიდენტს ხელებიც მოკლე აქვს; ფინეთმა გამოხატა ნატოში გაწევრიანების სურვილი, კრემლი კი მხოლოდ განცხადებებით აშინებს. ქართველებო, დაიბრუნეთ, რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ძალადობით მიტაცებული ნაქურდალი დიდხანს ვერ გაძლებს. მიდი, საქართველო. დროა“, - წერს უკრაინელი დეპუტატი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)