10:43 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 10:47:33, 577 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკი: დეზინფორმაციაა, თითქოს ევაკუციას ვაპირებ და ჯარს იარაღის დაყრისკენ მოვუწოდებ - მე აქ ვარ, იარაღს არ დავყრით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ის ევაკუაციას არ გეგმავს, ჯარს იარაღის დაყრისკენ არ მოუწოდებს და ამ წუთებში, კიევში, პრეზიდენტის ოფისის წინ იმყოფება. 

„დილა მშვიდობის ყველა უკრაინელს! ბოლო დროს სოციალურ ქსელებში გაჩნდა ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია, თითქოს მოვუწოდებ ჩვენს ჯარს იარაღი დაყაროს და მიმდინარეობს ევაკუაცია. მაშ ასე, მე აქ ვარ, არანაირ იარაღს ჩვენ არ დავყრით. დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს. იმიტომ, რომ ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა და სიმართლე ისაა, რომ ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა თქვენთვის. დიდება უკრაინას!", - აცხადებს ზელენსკი. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics