|
2022-02-24 15:03:24, 937 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა უკრაინის რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის გადაწყეტილებას, უკრაინის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასთან დაკავშირებით, განცხადებით ეხმაურება. „უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაწყვეტა ჩვენი არჩევანი არ არის“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში. საგარეო უწყებაში თვლიან, რომ უკრაინის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა უკრაინის რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური დასასრულია. უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სპეციალური ბრიფინგზე განაცხადა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)