|
2022-02-23 13:56:03, 491 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - უკრაინელები მადლობას გვიხდიან პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა
უკრაინელი ხალხი მადლობას გვიხდის 2 თებერვალს მიღებული რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „საერთოდ ეს კითხვები რომ ისმევა საქართველოში, მე მიმაჩნია ეს უკვე თავისთავად ოპოზიცის ნაწილის მხრიდან წამოსულ თვითგვემის პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, უკრაინელი ხალხი ჩვენ მადლობას გვიცხადებს იმ რეზოლუციისთვის, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა მხარი არ დაუჭირა“ , - განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინას გვერდით დაუდგება. „რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას. ზელენსკის განცხადებას თუ დააკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზა უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს სხვა ბერკეტების მეშვეობით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)