16:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 10:44:57, 597 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2022 წელს, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „Swirl Wine Group” განახორციელებს

ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ბრიტანულ მარკეტინგულ კომპანიას „Swirl Wine Group” შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშკრულება უკვე გაფორმდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით,  Swirl Wine Group-ს ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი  (Sarah Abbott) ხელმძღვანელობს.

"კამპანიის ფარგლებში, 2022 წელს,  ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართება, ქართული ღვინო  წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. 

დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და  ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. 2014 წლიდან, ბრიტანეთი გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის  მზარდი ტენდენციის შექმნა. 2021 წელს, ექსპორტირებული იყო  736 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 71%-ითაა გაზრდილი. " - ნათქვამია გავრცლებეულ ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics