|
2022-02-21 16:19:02, 696 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები
თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ ვერაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, 2008 წელს ომი საქართველომ კი არ დაიწყო, არამედ იმდროინდელმა ხელისუფლებაში მყოფმა გუნდმა საქართველო გადაარჩინა და ის ახლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, სწორედ ამისთვის ისჯება. „თქვენ ხედავთ, რა ხდება უკრაინაში და თუკი ვინმე სულელს ან უსინდისოს დღეს კიდევ ჰგონია, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, მე მგონი, კარგად უნდა შეხედოს უკრაინას. ჩვენ ომი კი არ დავიწყეთ, ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ და ამისთვის ვისჯები ახლა მე და მათ შორის, ამისთვის ხორციელდება პუტინის დავალებით, არსებული რეჟიმის და მაფიოზური კლანის მიერ შეგნებულად ჩემი ინვალიდიზაცია და მკვლელობა. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. მე მინდა ვთქვა, რომ თქვენ ვერ მიიღებთ იმას, რომ წყნარად ისე ჩავქრე, ვითომ ვერაფერი. თქვენ ნახავთ, თუ საჭირო გახდა, როგორ თავაწეული კვდებიან ნამდვილი პრეზიდენტები და ნამდვილი ლიდერები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)