|
2022-02-21 10:39:29, 1425 ნახვა
სამხედრო
„თბილისის დამცველთა“ დღე ტრადიციული ლაშქრობით აღინიშნა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა “თბილისის დამცველთა“ დღე ტრადიციული ლაშქრობით აღნიშნეს. უწყების ცნობით, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლის ველზე, იუნკერ შალვა ერისთავის დაღუპვის ადგილას გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები და სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ღონისძიების მონაწილეებმა მოლაშქრეებს 1921 წლის ბრძოლის ისტორია გააცნეს და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მათი ისტორია გაიხსენეს. მოლაშქრეებმა მეოთხე სანგარიც მოინახულეს, სადაც ოთხი წლის წინ სანგრიდან ამოღებული არტეფაქტების გამოფენა მოეწყო. "ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, და ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ნინუა დაესწრნენ. ლაშქრობა „თბილისის დამცველთა“ დღე გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებით გაიმართა და არმიისა და სახალხო გვარდიის იმ მებრძოლებს მიეძღვნა, რომლებიც 1921 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების დროს წითელი არმიის წინააღმდეგ გმირულად იბრძოდნენ." - ნათქვამია ინფორმაციაში. ახალგაზრდული ლეგიონი არის დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს და მათ სამხედრო თემატიკის კურსებსა და ექსპედიციებს სთავაზობს. ლეგიონი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ინტენსიურად თანამშრომლობს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)