02:52 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 10:40:10, 621 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა, საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით, ყალბი დოკუმენტების აღმოჩენის და შემოწმების შესახებ ტრენინგი გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)“ ფარგლებში, ყალბი დოკუმენტების აღმოჩენისა და შემოწმების შესახებ ტრენინგი ჩაატარა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცლებს.

უწყების ცნობით, სწავლებას საერთაშორისო ექსპერტი - ალექს ვან დუურენი უძღვებოდა, ხოლო გახსნით ღონისძიებას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - გურამ დავითაშვილი, საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ირაკლი თევდორაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საზღვრის მართვის პროგრამების უფროსი მენეჯერი - მასიმო რამანზინი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - კოლომბ დე მერსი.

"სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი რელევანტური საკითხები, როგორიცაა: ID დოკუმენტები, დამცავი ნიშნები, დოკუმენტების უსაფრთხოების და გაყალბების ახალი მეთოდები, ციფრული ბეჭდვის ტექნიკა, პროფილირება და ა.შ.

ტრენინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics