|
2022-02-11 09:25:37, 1008 ნახვა
მსოფლიო
ვენდი შერმანი - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მოსკოვი ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს. გარდა ამისა, ვენდი შერმანმა გაიმეორა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-უკრაინას შორის ომი დაიწყება, რუსეთს სერიოზული ეკონომიკური სანქციები დაუწესდება. „თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში ცუდი შედეგი დადგება არამხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მსოფლიო საზოგადოებისთვის, რადგან ვლადიმერ პუტინი იტყვის, რომ ნებისმიერ ავტოკრატს შეუძლია ასეთი ქმედების განხორციელება. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო პრინციპებს, რომლებსაც რუსეთმა მოაწერა ხელი, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, რომ ქვეყნებმა უნდა აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური ალიანსები და საკუთარი საგარეო პოლიტიკა. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკა სრულად განადგურდება. ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ომის შემთხვევაში, მოსკოვში ტომრებში მოთავსებულ გვამებს მიიღებს“, - განაცხადა შერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)