19:37 - 01 Jul, 2026
|
2022-02-10 10:32:36, 773 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეოს მინისტრი - ვეტყვი ლავროვს, რომ თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარს არ გაიყვანს, მძიმე შედეგების წინაშე დადგება
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართავს შეხვედრას. - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი Twitter-ზე წერს. ტრასის თქმით, აპირებს ლავროვს მკაფიოდ უთხრას, რომ თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარს არ გაიყვანს მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. "რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს ჯარები და პატივის სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ან მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია წინსვლისთვის ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს", - წერს ტრასი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)