|
2022-02-09 14:03:07, 1744 ნახვა
პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი შეცვლის
ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი შეცვლის. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „განვახორციელეთ ცვლილებები და ამის თაობაზე მინდა საზოგადოებას ვაცნობო. ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ბატონი ლევან დავითაშვილი, ძალიან წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, ბოლო 5 წელი ერთგულად ემსახურა სამინისტროს და ქვეყანას. ლევანი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, ის განათლებით ეკონომისტია და მჯერა, რომ იქნება წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ამავდროულად, ის ვიცე-პრემიერია. რაც შეეხება ქალბატონ ნათიას, პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა მას, ის 3 წელი იყო მინისტრი და ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი, მას აქვს თავისი გეგმები და ხედვები, ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ მოგვიანებით და კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)