|
2022-02-08 18:35:36, 1536 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე საუდის არაბეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალ-მუტაირის შეხვდა. უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამბის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საუდის არაბეთის ელჩმა თავდაცვის მინისტრს მისი კოლეგის, სამეფო უდიდებულესობა მემკვიდრე პრინცის, პრემიერ მინისტრის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის, მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის მოწვევა გადასცა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სტრატეგიული დონის ვიზიტები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას“, - წერია განცხადებაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)