17:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 11:07:36, 731 ნახვა

მსოფლიო
ჯონსონი - მხოლოდ უკრაინა არ მოხვდება რუსეთის გავლენის სფეროში, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე

მხოლოდ უკრაინა არ მოხვდება რუსეთის გავლენის სფეროში, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე. -  ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, კრიტიკული მომენტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის გვერდით დგომა.

"ვფიქრობ, ეჭვგარეშეა რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი პუტინი უკრაინისთვის იარაღის დამიზნებით, უკრაინის დაშინებით. ევროპაში გვქონდა დოქტრინა, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი იყო აერჩია დამოუკიდებლობა, სუვერენული ბედი. ეს შესანიშნავი იყო. ახლა რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ მიღწევას და შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შემოიღოს ახალი იალტა, შემოიღოს გავლენის ახალი სფეროები. მხოლოდ უკრაინა არ მოხვდება რუსეთის ახალ გავლენის სფეროში, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე. კრიტიკული მომენტია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის გვერდით დავდგეთ." - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics