|
2022-02-01 17:13:16, 634 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - წლების შემდეგ არავის გაახსენდება „ოცნება“, მხოლოდ რეზოლუცია იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ერთობლივი ტექსტი
„წლების შემდეგ არავის გაახსენდება „ქართული ოცნება“, მხოლოდ ეს რეზოლუცია იქნება აღბეჭდილი, ვფიქრობ, როდესაც საქართველოს ღირსებაზე და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენგან ერთობლივი ტექსტი წამოვიდეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა. დეკანოიძემ შესთავაზა საპარლამენტო უმრავლესობას, მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა, რეზოლუცია საერთო შეთანხმებით წარმოადგინონ. „ვფიქრობ, კითხვის დასმას რატომ არ ჩაწერეთ რეზოლუციაში რუსეთის აგრესია და რატომ გადაკეთდა შეთანხმებული დოკუმენტი, ამას აზრი არ აქვს, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის პოზიცია ასეთია, თქვენ გეტყობათ და „ქართული ოცნებიდან“ ძალიან ბევრ წარმომადგენელს, რომ ეს რეზოლუციის ტექსტი არ მოსწონთ. გულწრფელად ჩემი დაკვირვებაა და არამხოლოდ ჩემი. საჯაროდ მინდა მივმართო უმრავლესობას, შევათანხმოთ ეს ტექსტი, ვიმუშაოთ ამ ტექსტზე კიდევ რაღაც დროის განმავლობაში, ვიცი, რომ ხვალაც სხდომაა და მივიღოთ ერთობლივი რეზოლუციის ტექსტი. ბ-ნო გიორგი ეს რეზოლუციის ტექსტი დარჩება, მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტად - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. წლების შემდეგ არავის გაახსენდება „ქართული ოცნება“, მხოლოდ და მხოლოდ ეს რეზოლუცია იქნება აღბეჭდილი, ამიტომ, ვფიქრობ, როდესაც საქართველოს ღირსებაზე და უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენგან ერთობლივი ტექსტი წამოვიდეს. მიუხედავად აქ შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და სერიოზული განსხვავებებისა, მაინც ვფიქრობ და გთავაზობთ, კიდევ ერთხლ, რომ რეზოლუციის ტექსტი შეთანხმდეს და ისე დავაყენოთ კენჭისყრაზე“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)