|
2015-02-03 23:11:21, 1785 ნახვა
სამართალი
მოქალაქე ლევან გაბუნია - ზურაბ ვაზაგაშვილმა მოკლა ჩემი შვილი და ბექა პაპუაშვილი
მოქალაქე ლევან გაბუნია, ამტკიცებს,რომ ზურაბ ვაზაგაშვილმა მოკლა ბექა პაპუაშვილი და როგორც თვითმხილველი, მოიშორა მისი შვილი, გიორგი გაბუნია. ამის შესახებ ლევან გაბუნიამ "რუსთავი-2" პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აღნიშნული მკვლელობის გამო დაკავებული ზურა ვაზაგაშვილი საბურთალოს რაიონის პოლიციის უფროსისა და შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის წყალობით გათავისუფლდა. მისივე თქმით, მაშინ ზურა ვაზაგაშვილის ოჯახმა, გათავისუფლებისთვის თანხა გადაიხადა. “ყველამ ძაან კარგად იცის ყველაფერი, მაგრამ მე უნდა ამაფეთქონ, ან გივი პაპუაშვილი უნდა ააფეთქონ, რომ გამოიძიონ ჩვენი შვილების მკვლელობა? საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ იყო ზურა და იურა ვაზაგაშვილი, ზურა იყო კრიმინალი, მკვლელი იყო, მარტო პაპუაშვილზე და ჩემი შვილის მკვლელი არ იყო. ყაჩაღი, ბანდიტი კრიმინალი იყო. იურიც კრიმინალი იყო, ეს ჩემთვის მომხდარის შემდეგ გახდა ცნობილი, ყველამ იცის, რას აკეთებდნენ ჯაზუში, ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ”,-განაცხადა გაბუნიამ. მისი ინფორმაციით, პაპუშვილის მკვლელობის საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები დააკავეს, თუმცა მისივე თქმით, მისი შვილის მკვლელობის საქმის გამომძიებლებისგან იცის, რომ ვაკე-საბურთალოს პროკურატურას იური ვაზაგაშვილმა 70 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რის გამოც ზურა ვაზაგაშვილი გაათავისუფლეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)