|
2015-02-03 23:13:29, 693 ნახვა
პოლიტიკა
სოსო რობაქიძე დონაძეს - გაგივარდათ, ხო? ერთხელაც მე გამივარდება და განახებ მერე
"გაგივარდათ, ხო? ერთხელაც მე გამივარდება და განახებ მერე,"- ასე მიმართა სოსო რობაქიძემ გურამ დონაძეს რუსთავი-2 ის გადაცემა"არჩევანში". რობაქიძის განცხადებით, მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ახალი გარემოებები დგინდება. "ჯერ კასეტა დამალეთ, მერე გამოაჩინეთ. მერე თქვით, სპეცოპერაცია იყოო. მერე თქვით, გაგვივარდაო. ვიდეოში ყვირით, რომ კრიმინალები არიან და ლიკვიდაცია გაუკეთეთო და რომელია აქედან მართალი. ან ორი გავარდნილი ტყვია სად გინახიათ? რა გინდათ, მითხრათ, რომ სამი ბიჭის დაპატიმრებაც გაგივარდათ? ახალი გამოძიება დაიწყო პროკურატურაში ჩინოვნიკებზე და ყველაფერი გაირკვევა. ბუტა არ იყო კრიმინალი. იქ, იმ დღეს ტაქსი რომ არ გამოჩენილიყო, მანქანაში მყოფ ყველა ადამიანს დახოცავდნენ. დაწყნარდი გურამ, თუ მართალი ხარ, დაწყნარდი. გეთანხმები დიდი ხანია შენი ადგილი ციხეშია," - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)