|
2022-01-21 13:47:24, 1028 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამიას განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები არაა დამონტაჟებული, შესაძლოა წამების კვალიფიკაციაზეც ისაუბრონ
საინტერესოა ვიდეოკადრები, რომელიც პენიტენციურმა და იუსიტიციამ ინსპექტორს გადასცა, არის თუ არა ეს კადრები უწყვეტი. - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა და დასძინა, რომ ვიდეოკადრების შესწავლის შემდეგ შესაძლოა არა მხოლოდ არაადამიანური მოპყრობის, არამედ წამების კვალიფიკაციის საკითხიც დადგეს. "ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა, რომ ხელმისაწვდომობა გვაქვს საქმის მასალებთან. პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესოა ვიდეოკადრები, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ გადასცეს სახელმწიფო ინსპექტორს. ჩვენ არ ვიცით შინაარსი, არც ქრონომეტრაჟი, არც ის ვიცით, ეს უწყვეტი კადრებია თუ დაჭრილი. აქამდე არაფერი არ გვინახავს. რაც ვნახეთ, ეს არის იუსტიციის სამინისტროს მიერ დაჭერილი კადრები, რომლებიც რეალობას არ ასახავს, თუმცა, რაც ვნახეთ, იქიდანაც იკვეთება არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. თუმცა, დანარჩენ კადრებს რომ ვნახავთ, შეიძლება, უკვე წამების კვალიფიკაციაზეც ვისაუბროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მასალა ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)