|
2022-01-06 12:30:58, 5282 ნახვა
სპორტი
ნოვაკ ჯოკოვიჩი აუცრელობის გამო ავსტრალიაში არ შეუშვეს
მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიაში შესვლა აეკრძალა და ვიზა გაუუქმეს. სპორტსმენი რამდენიმე საათი გააჩერეს მელბურნის აეროპორტში, შემდეგ კი მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ სპორტსმენი არ აკმაყოფილებდა ქვეყანაში შესვლის წესებს და დეპორტირებული იქნებოდა. მიზეზად კორონავირუსის წინააღმდეგ ჯოკოვიჩის აუცრელობა სახელდება. როგორც ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, სპორცმენმა ვერ წარმოადგინა იმის დამაჯერებელი საბუთები, თუ რატომ ამბობს უარს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე. ნოვაკ ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე უნდა ეთამაშა. ასტრალიური მედიის ინფორმაციით, ჩოგბურთელის ადვოკატებმა სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართეს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა აღნიშნა, რომ არავინ დგას ქვეყნის წესებზე მაღლა. "წესები წესებია და არ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები" - თქვა პრემიერმა. BBC-ის ცნობით, სერბ მოთამაშეს ამ დრომდე არ უსაუბრია ვაქცინაციის სტატუსზე, მაგრამ გასულ წელს განაცხადა, რომ "ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო".
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)