18:03 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-30 15:07:31, 837 ნახვა

საზოგადოება
31 დეკემბერს ჯავახიშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, ჯავახიშვილისა და ინაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 31 დეკემბრის 10:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე იმოქმედებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, კოსტავას ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩამსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, მარჯვენა სანაპიროდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ამსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ თაბუკაშვილისა და მესხიას ქუჩების გადაკვეთამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები - N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N150, N301 და მიკროავტობუსები - N2, N31, N41, N72, N120, N145 და N170, რომელებიც ბარათაშვილის ქუჩიდან, ქეთევან დედოფლის გამზირიდან და გორგასალის ქუჩიდან თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით მოძრაობისას მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებოდნენ, ამჯერად, მარჯვენა სანაპიროდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

ავტობუსები - N59 და N91, რომლებიც მარჯანიშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩას უკავშირდებოდნენ, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით შეძლებენ და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics