|
2021-12-29 21:24:16, 744 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი 1-ლი მოსმენით მიიღო
„თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი, თანმდევ საკითხთან ერთად, I მოსმენით განიხილეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, რომლის თანახმად, თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება ტაქსებში და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში. თამბაქოს მოწევა აგრეთვე, აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში - ავტომობილში, როდესაც ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოხდება არასრულწლოვნის გადაყვანა. კანონს ასევე დაემატება ტერმინი - „ბრენდის გაფართოება". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცლელებს. უწყების ცნობით, მომხსენებლის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს ახალ სახეობაზე პიქტოგრამის დატანების წესი 2025 წლის 1 იანვრამდე გადავადდება. გამომდინარე კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ისეთი სამართალდარღვევებისთვის სანქციის დამატებას, როგორიც არის: თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია საგანმანათლებლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში; მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანისას; თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით; ბრენდის გაფართოება, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინი, რომელიც ახდენს არ შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი. პარლამენტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი 79 ხმით, 2 წინააღმდეგ დაუჭირა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)