|
2021-12-29 12:30:36, 2102 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად ქალაქ ბოლნისში მოქმედ სათნოების სახლს ესტუმრა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დავით შერაზადიშვილმა და ბუბა გობეჯიშვილმა ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცეს და მათ ტკბილეული და ხილი გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საახალწლო ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 165 ოჯახს უკვე გადასცა. მათ შორის ნობათები შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ხანდაზმულებმაც მიიღეს. „ჩვენი საზოგადოების ყველაზე პატივსაცემ წარმომადგენლებს, სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ. მსურს, მათ ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ჩვენი მოვალეობაა ვიზრუნოთ ხანდაზმულებზე და მოხარული ვარ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ამ მხრივაც გამორჩეულია. ჩვენ მოწყვლადი კატეგორიის ხანდაზმულების საჭიროების გათვალისწინებით არაერთი სოციალური პროგრამა გვაქვს შემუშავებული, ვცდილობთ, ჩვენს ხანდაზმულებს ყველა საჭირო სერვისი სწრაფად და შეუფერხებლად მივაწოდოთ. ჩვენი ხანდაზმულები უდავოდ იმსახურებენ მშვიდ და უზრუნველ სიბერეს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)