19:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 14:17:43, 577 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ახალი მინისტრი წარუდგინა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი  წარუდგინა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. 

„მინდა მოგილოცოთ ახალი თანამდებობა. წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გელით. სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. სამინისტროში ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც შემდგომ საქმიანობაშიც გამოგადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულეს და მნიშვნელოვან გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მოადგილეებმა, სსიპებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზურაბ აზარაშვილს საკუთარი მიმართულებებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ უდიდესი პასუხისმგებლობით სავსე სამინისტროს  გუნდში ჩართვა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხარდაჭერით, კონსტრუქციული თანამშრომლობითა და მეგობრობით ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ.

მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგები გვექნება“,- განაცხადა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძემ ახალ მინისტრს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics