20:36 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 12:43:12, 692 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავას შეფასებით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა ინსტიტუტის წინააღმდეგ

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ  - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის  გაუქმების საკითხს.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი, მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს  სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართლეს

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სულ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო გამოძიება პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. ეს ნაბიჯი, რომელსაც რეფორმას და რესტრუქტურიზაციას არქმევს ივანიშვილის რეჟიმი, სინამდვილეში მიმართულია იმისკენ, რომ შეჩერდეს აღნიშნული გამოძიება და გადაეცეს ადამიანს, რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართლეს. ეს არის რეალურად ამ რეფორმის უმთავრესი მიზანი, რომ შეჩერდეს ეს გამოძიება და გადაეცეს ადამიანს რომელიც არასოდეს დაადგენს სიმართელეს. ეს არის გზავნილი ლონდა თოლოარაის მიამრთ. რეჟმმა ჩათვალა, რომ ახალნამშობიარები დედა ვერ შეძლებდა საკუთარი სამსახურის დაცვას ეს არის ანგარიშსწორება, პოლიტიკური ანგარიშსსწორება ამ ინსტიტიუტის წინააღმდეგ, რადგან ლონდა თოლორაიამ გაბედა და მონურ მორჩილებას არჩია პროფესიონალური კეთილსინდისიერება, გაბედა ეთქვა სიამრთლე. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის შეჩერება", - თქვა თინა ბოკუჩავამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics