19:18 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 11:38:08, 932 ნახვა

საზოგადოება
აგრარულ დარგის ახალგაზრდა მკვლევარების ხელშეწყობის მიზნით, დიდი ბრიტანეთის კვლევით ორგანიზაციასთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ახალგაზრდა მეცნიერთა ცოდნისა და გამოდილების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, დიდი ბრიტანეთის წამყვან კვლევით ორგანიზაციასთან (NIAB) თანამშრომლობას იწყებს. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლონდონში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაფორმდა, რომელიც საქართველოს ელჩის სოფიო ქაცარავას, NIAB-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარიო კაკამოს და ინოვაციური კლასტერის პროგრამის „Growing Kent and Medway” ხელმძღვანელის, ნიკოლა ჰარის მიერ იყო შეთანხმებული.

„დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც მრავალწლიანი პარტნიორობა და დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობა გვაკავშირებს. აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს წამყვან ქართველ და ბრიტანელ მკვლევარებსა და ექსპერტებს გამოცდილებისა და ცონის გაზიარებაში“,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

NIAB-ი დიდ ბრიტანეთში სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი მზარდი სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელსაც მცენარეთა გენეტიკის, აგრონომიის და მონაცემთა ბაზის შეგროვების კუთხით ფართო შესაძლებლობები გააჩნია. NIAB-ი წარმატებულად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, საგანმანათლებლო, ასევე ინდუსტრიულ ორგანიზაციებთან.

„ახალი საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მემცენარეობის დარგის და ტექნოლოგიების განვითარებასა და გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა მკვლევარების განვითარებასა და მათ კარიერულ ხელშეწყობაზეა გამახვილებული. მოხარული ვიქნებით, ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს NIAB-ში ვუმასპინძლოთ“,-  განაცხადა NIAB-ის აღმასრულებელი დირექტორმა, მარიო კაკამომ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics