20:27 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-25 17:56:37, 667 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ვიცე–მერი - ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება.
 

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუმარტა, პარკირების სატარიფო პაკეტს მსურველებისთვის ემატება მხოლოდ ვადიანი აბონემენტები, რაც უმეტესად  ბიზნესსექტორისა და ორგანიზაციებისთვის არის გათვლილი.

მისვე თქმით, მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ, ისარგებლონ პარკირების იმავე ფასებით, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. მისი  ღირებულება ისევ 1 ლარია, წლიური სააბონემენტო კი, კვლავ 50 ლარი ღირს. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, რაც მათი მოსაზრებაც იყო, რომ თუ მაგალითად, კომპანია გადაიხდიდა 800 ლარს სატრანსპორტო საშუალებაზე წლის განმავლობაში, საათობრივი საფასური მისთვის მთელი წელი ყოფილიყო უფასო. შესაბამისად, წარმოვადგინეთ რამდენიმე პაკეტი საკრებულოში - ეს არის ერთწლიანი, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი პაკეტები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა,  ოფცია და ფასები, რომელიც დღეს და დღემდე მოქმედებდა, ისევეა შენარჩუნებული,  უბრალოდ დამატებითი ოფციის სახით, შემოტანილია წლიური, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი  აბონემენტები, რომელთა შეძენა შეუძლიათ ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს, სურვილის შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა დანარჩენი პირობები - ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური და წლიური 50-ლარიანი სააბონემენტო კვლავ ძალაში რჩება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics