|
2021-12-22 21:28:45, 792 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე
ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე, როგორიც არის: ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და არა კონკრეტული ადამიანების საკითხზე - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიას პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მე აზრი არ შემიცვლია, ბევრჯერ მაქვს ეს აზრი დაფიქსირებული და ცნობილია საყოველთაოდ. რაც შეეხება შერიგებას, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, ყველამ. იმიტომ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიჰყავს წინ. შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ - უნდა შევეცადოთ ყველანი, რომ პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ, იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა, საკანონდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება განსაზღვრული, იმით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს, ამ მისიის შესრულებაში, რომელიც მარტივი არ იქნება, დავეხმაროთ. კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას. ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე, როგორიც არის: ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და კიდევ ბევრი რამ. ეს არის ზეპარტიული საკითხები, რომელზეც უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)