05:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 18:12:45, 672 ნახვა

საზოგადოება
კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი - დღეს ივენთები ჩატადება!

საქართველოს შრომის ინსპექციის განცხადებას კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი, ქეთა გაბუნია გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, იმის გამო, რომ აბსოლუტურად ყველა პუნქტი სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, ტევადობისა და შიგნით ოპერირების საკითხებით დამთავრებული, ხელისუფლების წარმომადგენლებთან გავლილი და შეთანხმებულია, დღეს, ივენთები მაინც ჩატარდება.

ქეთა გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედება, ღამის კლუბების მიზანმიმართული განადგურებისა და გაქრობის მცდელობაა.

„2 წლიანი ლოდინის მერე, ძლივს ვიხსნებით. იმის ფონზე, როცა ათასობით ადამიანს კრებენ მოედნებზე საახალწლო ღონისძიებებზე, თურმე კლუბები საფრთხის შემცველი ადგილები ვართ. თვეებია მიდის კვლევები, გახსნის პროტოკოლის შემუშავება, წესების დადგენა და უსაფრთხო ივენთებისთვის მომზადება, რომ უბრალოდ არ გავნადგურდეთ და ახალი წლის პერიოდი მაინც გამოვიყენოთ ოდნავ გონზე მოსასვლელად. აბსოლუტურად ყველა პუნქტი გავლილი და შეთანხმებულია, სავენტილაციო სისტემის ტექნიკური მახასიათებლებით დაწყებული, ტევადობის და შიგნით ოპერირების საკითხებით დამთავრებული. მათ დიდი ხანია იციან რომ 17-18 დეკემბერს ვიხსნებით და ოფიციალურ დასტურს საკოორდინაციო საბჭოსგან ველოდებოდით დღესაც, რადგან წინა 2 გადაიდო, ჯერ მინისტრის გადადგომის და შემდეგ, პრემიერის მივლინების გამო. აი ახლა, საღამოს 6 საათზე ვკითხულობთ ამას. რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ, ჩვენი გაქრობის მცდელობა. დღეს ჩატარდება ივენთები!!!“, - წერს ქეთა გაბუნია, თავის „ფეისბუკ“ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics