00:16 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 17:13:28, 759 ნახვა

პოლიტიკა
ლადო კახიძე - საქართველოში 40 წლის კაციც, ბავშვად ითვლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახიძე აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას რომ შეეძლოს, სათამაშო ცენზს არა 25 წლამდე, არამედ 30-მდეც აწევდა.

მისივე თქმით, საქართველოში 40 წლის კაციც, მშობლის ფრთის ქვეშ, ბავშვად ითვლება.

„ასაკიო, ბრძანა აქ, 21 წლიდან 25-ზე რატომ ასწიეთო. პირველი, ის ტვინის უჯრედები, რომელიც პასუხს აგებენ ემოციაზე, ლაბილურნი არიან და ყალიბდებიან დროთა ვითარებაში, მედეგნი ხდებიან გარკვეული დროის განმავლობაში და თავის თავზე დოლაბის დატრიალების მერე. 25 წელი კი არადა, ჩემი ნება რომ იყოს, 30 წლამდე ავწევდი შეზღუდვის ასაკს. იმიტომ, რომ საქართველოში 40 წლის კაციც ბავშვად ითვლება მშობლის ფრთის ქვეშ, ეს ტრადიცია სამხრეთელებს გვაქვს. შემოთავაზებული 25 წელი, ნამდვილად მისაღებია“, - აღნიშნა ლადო კახაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics