01:36 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 18:17:17, 718 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე - სიმულაციაში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ გვაქვს

მადლობელი ვარ მოწვევისთვის, სამწუხაროდ ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ იმისას, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე, ამიტომ არანაირი სურვილი რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის არ გვაქვს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ოპოზიციის საახალწლო ღონისძიებაზე მიწვევას.

„ჩვენ მივიღეთ მოწვევა ამ შეხვედრაზე, მადლობელი ვარ მოწვევისთვის, სამწუხაროდ ამ მომენტში ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ იმისას, რომ რეალურ პროცესთან გვქონდეს საქმე, როდესაც სრულიად საპირისპირო მიმართულებით ნაბიჯებს დგამს ის ვისაც ძალაუფლება აქვს ივანიშვილი და მისი გარემოცვა და ამიტომ არანაირი სურვილი არ გვაქვს თუ ეს არის სიმულაცია, რაიმე სახის სიმულაციაში მონაწილეობის, თუ ვცდები მხოლოდ მოხარული ვიქნებით, ამას აჩვენებს ნაბიჯები, რომელიც იქნება გადადგმული და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი რაიმე არსებით დისკუსიას, პრინციპიალურად კი არ ვეწინააღმდეგენით, ოღონდ სიმულაციის პრინციპული წინააღმდეგი ვართ" - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics