02:22 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-15 15:37:11, 963 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით დიდ დიღომში დეველოპერული პროექტი „გრადა პანორამა“ ხორციელდება

საქართველოს ბანკი“ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით კომპანია „გრადა“ ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. „გრადა პანორამა“ 142 საცხოვრებელ ბინიან  კომპლექსს, რეკრეაციულ ზონებს, ველობილიკს, მიწისქვეშა ავტოსადგომსა და სხვა სივრცეებს გააერთიანებს.

პროექტის ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს ბანკის“ თანამონაწილეობა 3,5 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. „გრადა პანორამა“ მაცხოვრებლებისთვის მეტი კომფორტის უზრუნველსაყოფად დახურულ ეზოში სასეირნო და სარბენ ბილიკებს გააერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსი იქნება შშმ. პირებზე ადაპტირებული და სრულად აღჭურვილი სახანძრო/ სარწყავი სისტემებითა და LED განათებებით. ტერიტორიაზე განთავსდება საოფისე და კომერციული სივრცეებიც.

„გრადა პანორამა“ ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებს სრულად პასუხობს და მაცხოვრებელს კომფორტისთვის მრავალფეროვან ზონებს და სივრცეებს სთავაზობს.  ჩვენი მისიაა ყველა ადამიანს, განურჩევლად ფინანსური შესაძლებლობებისა, ჰქონდეს საშუალება, რომ ფლობდეს საკუთარ ბინას და იცხოვროს კომფორტულ გარემოში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კიდევ ერთი პროექტი ვაქციოთ რეალობად“ , - აცხადებს ნათია ლაბაძე, „გრადა პანორამას“ გაყიდვების უფროსი.

„გრადა 6 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის მანძილზე არაერთი მასშტაბური პროექტიც განახორციელა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შსაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ახალ პროექტს - „გრადა პანორამას“, რომელიც  ისეთ სივრცეებს გააერთიანებს, როგორიცაა საბავშვო ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი სივრცეები, ველოსადგომი და სხვ. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას და გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება დადებითად აისახება როგორც ბიზნეს გარემოზე, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილე, ვალერი ნარსია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics