19:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 16:24:12, 759 ნახვა

პოლიტიკა
გოგლა ჟვანია: ხელისუფლება არ არის მთლად ადეკვატური იმ ვითარებისადმი, რაც ქვეყანაში სუფევს

ვფიქრობ, ხელისუფლება არ არის მთლად ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც ქვეყანაში სუფევს,-ამის შესახებ გარდაცვლილი ექს-პრემიერის  ძმამ გოგლა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, დღევანდელ ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური გადაწყყვეტილებები აქვს მისაღები.
"დღეს ხელისუფლებას წარმოვადგენ და რასაც ვიტყვი, ეს, პირველ რიგში, მე მეკუთვნის. ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება, არც აღმასრულებელი და არც საპარლამენტო, არ არის მთლად ადეკვატური იმ ვითარებისადმი, რაც ქვეყანაში სუფევს და რაც დაგვხვდა. ვიქცევით ისე, თითქოს, საქართველოში დემოკრატიული, შვეიცარიის მაგვარი არჩევნები ჩატარდა, მოვედით დემოკრატიული გზით დალაგებულ ქვეყანაში და ოპონენტებად ცოტა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები გვყავს. თუმცა, რეალობა ყველას კარგად გვახსოვს. ეს იყო მთელი საზოგადოების მრავალწლიანი ბრძოლა სააკაშვილის ბანდის, მისი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინაღმდეგ.როცა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ,  არ შეიძლება ეს იყოს ცარიელი სიტყვები.  სააკაშვილის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ისევ აქ რჩება, არსად გამქრალა. შეიძლება ისინი პირველი პირები აღარ არიან, თუმცა  ყველა სახელმწიფო  დაწესებულებებში  თავისი საცეცები აქვთ. სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები",-განაცხადა გოგლა ჟვანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics