|
2021-12-13 19:45:55, 882 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი ბანკი ახალი სტრატეგიის ფარგლებში განათლების მხარდაჭერას და მასწავლებლებზე ზრუნვას განაგრძობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიბერთის შორის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და „ლიბერთის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ლიბერთი ბანკი" ავრცელებს. მემორანდუმი მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას. კერძოდ, დოკუმენტი ითვალისწინებს საქართველოს სკოლების დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფას, წარჩინებული მოსწავლეების წამახალისებელი პროგრამების განხორციელებასა და საქართველოს სკოლებში დასაქმებული ადამიანებისთვის მათზე მორგებული, ხელსაყრელი საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. „ხელისმოწერის ღონისძიებაზე ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა ლიბერთის წარმომადგენლობას მასწავლებლებისა და მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მისი თქმით, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებისთვის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება და სასკოლო პერსონალისთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტების შეთავაზება. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მისასალმებელია ლიბერთის ინიციატივა, რომელიც სკოლებში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასთან ერთად პედაგოგებისთვის მათზე მორგებული, ხელსაყრელი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებასაც გულისხმობს. თავის მხრივ, ლიბერთის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ლიბერთის ახალი სტრატეგიისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების სისტემის ხელშეწყობა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მხარდაჭერაა. შესაბამისად, ორგანიზაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების პროცესში. ამასთან, ლიბერთი მასწავლებლებს შესთავაზებს განსაკუთრებულ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს. მათ შორის, სპეციალურ განვადებას, საკრედიტო ბარათების ახალ სერიასა და მასწავლებლის ბარათს შესაბამისი პირობებით. საკრედიტო ბარათი მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი უკვე 15 დეკემბრიდან იქნება",- წერია განცხადებაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)