05:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 23:08:19, 961 ნახვა

მსოფლიო
ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებული საფრანგეთში დააკავეს

საფრანგეთში, საუდელი ჟურნალისტის - ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებული - შარლ დეგოლი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC News იუწყება.

ბრალდებული, რომელიც საფრანგეთში, შარლ დე გალის აეროპორტში დააკავეს, იმ 26 ძებნილთა შორის იყო, რომლებსაც თურქეთის რესპუბლიკა ჟურნალისტის მკვლელობისთვის ჯერ კიდევ ეძებს.

ჟურნალისტი, რომელიც საუდის არაბეთის პოლიტიკასა და ქვეყნის სამეფო ტახტის ახალ მემკვიდრეს ხშირად აკრიტიკებდა, 2018 წლის 2 ოქტომბერს, სტამბოლში გაუჩინარდა. თურქეთის მთავრობის განცხადებით, არსებობს ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ მოკლეს და დაანაწერვეს არაბეთის საკონსულოში ჯამალ ხაშოგი.

ამ დროისთვის, საუდის არაბეთში, აღნიშნულ საქმეზე ხუთი პირია დაკავებული. მათ მისჯილი აქვთ 20-წლიანი პატიმრობა. სამეფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი იმ აგენტებმა მოკლეს, რომლებსაც მისი სამშობლოში დაბრუნება ჰქონდათ დავალებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარდაცვლილი ჟურნალისტის მეუღლემ 2020 წელს, საუდის არაბეთის პრინცს ვაშინგტონის სასამართლოში უჩივლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics