07:32 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 18:58:01, 498 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით გაჩვენებთ რა იყო წამება

„საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ მეგის ქარდავას და ზედმიწევნით გაჩვენებთ, რა იყო წამება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ზვიად კუპრავას შეკითხვაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და მის ციხეში ყოფნას ეხებოდა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბრალი აქვს წაყენებული სხვადასხვა საქმეზე და ამაზე პასუხი უნდა აგოს.

„არავის სიამოვნებს ადამიანის დაჭერა-დაკავება და მისი საპატიმროში ყოფნა, ვინც არ უნდა იყოს ის. რა თქმა უნდა, ადამიანურად ეს სასიამოვნო არაა, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, შექმენი ის სისხლიანი მმართველობა, ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ამაზე პასუხი უნდა აგო. ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ საქმეებზე ბრალი აქვს წაყენებული და სასჯელი უნდა მოიხადოს. საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ წამება ჰგონია ვინმეს, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს - მეგის ქარდავას და ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - მიმართა კახა კალაძემ ოპონენტებს.

დედაქალაქის საკრებულოში სხდომა იმართება, სადაც თბილისის მთავრობის წევრების დამტკიცებაზე მსჯელობენ. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics