05:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-07 09:47:10, 1039 ნახვა

მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთში ადამიანის უფლებთა დარღვევის გამო, პეკინის ზამთრის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სინძიანში განხორციელებული გენოციდისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევის გამო, ბაიდენის ადმინისტრაცია არ გაგზავნის დიპლომატიურ თუ ოფიციალურ დელეგაციებს ჩინეთის ზამთრის ოლიმპიადასა და 2022 წლის პარალიმპიადაზე“, - განაცხადა თეთრის სახლის პრესმდივანმა.

მისი განმარტებით, დიპლომატიური ბოიკოტი, რომელსაც აშშ–ის კონგრესის ზოგიერთი წევრი და უფლებების დამცველი ჯგუფები თვეების განმავლობაში უჭერდნენ მხარს, არ იმოქმედებს ოლიმპიადაზე ამერიკელი სპორტსმენების დასწრებაზე.

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა პეკინში მომავალი წლის 4-22 თებერვალში ჩატარდება.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics