13:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-05 16:30:44, 884 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გაემგზავრა

2021 წლის 4 დეკემბერს, განსუს პროვინციის ქ. უვეიდან, საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სარკინიგზო-საკონტეინერო მატარებელი გაემგზავრა.

საქართველოს დიპლომატიური მისიები ინფორმაციით, სატვირთო მატარებლის საბოლოო დანიშნულების ადგილია ქ. თბილისი, სადაც ტვირთი 10-12 დღეში ჩავა.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებს რეგულარული ხასიათი მიეცემა, როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების მიმართულებითაც.

საქართველოს მიმართულებით პირველი სატვირთო მატარებლის გამგზავრებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიმ და დამსწრე საზოგადობას სიტყვით მიმართა. ელჩმა ხაზი გაუსვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპრტო დერეფნის განვითარებას და საქართველოს, როგორც  სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ჰაბის პოზიციონირებას.

თავის მხრივ, განსუს პროვინციის ვიცე - გუბერნატორმა აღნიშნა საქართველოს მზარდი როლი სარტყელისა და გზის გლობალური ინიციატივის ფარგლებში, რასაც ხელს უწყობს მსგავსი პროექტების განხორციელება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, პროვინციის მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, ქ. უვეის მერი და სხვა საპატიო სტუმრები.“- წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics