05:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-05 14:10:18, 1039 ნახვა

მსოფლიო
7 დეკემბერს, ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხზე ვიდეოშეხვედრას გამართავენ

7 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  ვიდეოშეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 
გავრცელებული ცნობით, საუბარი უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე დაძაბულობებს შეეხება.

"პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან ზარისას, ხაზს გაუსვამს აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის სამხედრო აქტივობების შესახებ უკრაინის საზღვართან და კვლავ დაადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის სუვერენულობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ," - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

ჯენ ფსაკის თქმით, შეხვედრისას განხილული იქნება ასევე სხვა საკითხები, მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობა, კიბერ უსაფრთხოება და რეგიონული პრობლემები.

ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია 100 000-მდე რუსი სამხედროების აქტიურ გადაადგილებაზე ქვეყნის საზღვრის გასწვრივ და მათ რაოდენობრივ ზრდაზე.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში, რუსეთის ჩართულობით, 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება და მასში ბიზნესმენი რინატ ახმეტოვიც მონაწილეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics