13:15 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-04 13:21:14, 1157 ნახვა

საზოგადოება
ზეღდულეთის მოსახლეობა პროტესტს აგრძელებს - ადგილობრივებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში,  სადაც მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს, ცოტა ხნის წინ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის ვითარება დაიძაბა

ადგილობრივები სოფლიდან ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალისკენ მიდიოდნენ, პროტესტის ნიშნად ისინი თბილისი-სენაკის-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა გზად მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ავტობანთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან გორის ახლადარჩეული მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მივიდა. მისი თქმით, ის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. 

"ჩვენ შევთანხმდით და მიდის სამუშაო პროცესები, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. რომ ვთქვით, ჩვენ დაპირებას ვასრულებთ", - თქვა ხინჩიგაშვილმა.

ცნობისთვის, ზეღდულეთის მოსახლეობამ  ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართა. ისინი 2011 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ. 

 

 

ფოტო: "მთავარი არხი"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics