|
2021-12-03 19:56:08, 721 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ი - უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე უახლოეს წუთებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნება. სუს-ის ცნობით, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისთვის აქტიურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი ცხელი ხაზი. ასევე, პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ყველა სხვა დესტრუქციულ ქმედებაზე საქართველო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)