14:37 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 22:59:29, 722 ნახვა

საზოგადოება
ტიკარაძე - არ გამოვრიცხავ, გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც ეხება მწვანე პასპორტს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სამშაბათს, 7 დეკემბერს საკოორდინაციო საბჭო დამატებით ღონისძიებებს მიიღებს, მათ შორის, არ გამორიცხავს უვადო კოვიდ პასპორტის საკითხის გადახედვასაც.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მინისტრი აღნიშნავს, რომ კოვიდსაბჭომ იმსჯელა, რომელი ტიპის და რა ვადიანი ტესტირება იქნება ხელსაყრელი ახალი შტამის პირობებში. მისი თქმით, მომდევნო საბჭოზე ტესტირების საკითხსაც განიხილავენ:

"გუშინ შეიკრიბა კოვიდსაბჭო, რომელიც მოქმედებს ჯანდაცვის სამინისტროში. ტესტირებასთან მიმართბით ვიმსჯელეთ, თუ რომელი ტესტირება იქნებოდა ახალი შტამის პირობებში მეტად ეფექტიანი. დავრჩებით სწრაფ ტესტებზე თუ მხოლოდ პისიარ ტესტი იქნება მისაღები იმისათვის რომ ადამიანი იქნეს მწვანედ აღიარებული.

ტესტირების ვადებზე იყო საუბარი, რადგან მსოფლიოში უკვე საუბრობენ იმაზე რომ 72 საათიანი ვალიდურობა არ იყოს საკმარისი ახალი შტამის შემთხვევაში და ეს დრო იქნეს დათქმული 48 საათად. ჩვენი პროფესიონალები და ექსპერტები მოამზადებენ დასკვნას, რომელსაც სამშაბათს წარვადგენთ საბჭოზე და მივიღებთ დამატებით ღონისძიებებს. მე არ გამოვრიცხავ, მნიშვნელოვნად გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება რომელიც შეეხება მწვანე პასპოტს. შეიძლევა ვადაც გადაიხედოს, ვინაიდან სამეცნიერო პრაქტიკაზე დაყრდნობით, კოვიდის შემთხვევაში ეს სამეცნიერო პრაქტიკა მოკლე ვადებში გვიწევს რომ დავადგინოთ, რიგ შემთხვევაში ის ცდომილებებს მოიცავს. სამეცნიერო პრაქტიკაში გარკვეულ რისკებს ვხედავთ რომ ეს იყოს უვადო. ჩვენ წარვადგენთ საბჭოზე ამ რისკებს და იმედს ვიტოვებთ საბჭო გაითვალისწინებს", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics