05:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-02 22:53:28, 1448 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღეს

ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღეს. ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტში მოხვდა 17 ფიზიკური და 11 იურიდიული პირი. მათ შორის მოხვდნენ ბელარუსის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსნები, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, ასევე ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავია“, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები, ასევე „ბელარუსნეფტი“.

სანქციები გულისხმობს ჩამოთვლილი პირებისა და კომპანიების ყველა აქტივების დაყადაღებას, ხოლო ევროპულ კომპანიებს და ევროკავშირის მოქალაქეებს ეკრძალებათ ე.წ. შავი სიის ფიგურანტებთან თანამშრომლობა. ამას გარდა, სანქციების პაკეტში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასვლა.

აშშ-მა ე.წ. შავ სიაში შეიყვანა ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილი დმიტრი. ასევე სანქციები დაუწესდა „ბელარუსის კალიუმის კომპანიას“, „ტრანსვიაექსპორტს“ და სხვებს.

ვაშინგტონმა სულ სანქციები დაუწესა 20 ფიზიკურ დ 12 იურიდიულ პირს. ამასთან ვაშინგტონის სანქციები ეხება ბელარუსის სუვერენულ ვალსაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics