14:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-01 12:03:46, 630 ნახვა

საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტებმა სასწავლო კურსი გაიარეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ბიოუსაფრთხოების საკითხებზე  ტრენინგი ჩაუტარდათ.

უწყების ცნობით, სწავლების ფარგლებში, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის სხვადასხვა მეთოდი განიხილეს. მონაწილეებისთვის მასტერკლასი ჩატარდა ლაბორატორიაში უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე.

მათივე ინფორმაციით, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების პარალელურად, სტუდენტები ლაბორატორიის ნიმუშების რეგისტრაციისა და სტატისტიკური დამუშავების განყოფილების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და სამსახურების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

"ტრენინგი ევროკავშირის Erasmus + პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრო-კვების სპეციალისტების ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება“  (Ag-Lab)  ფარგლებში გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, თეორიული ცოდნის პარალელურად, საფუძვლიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარონ, რაც პროფესიული განათლების გაძლიერებას უწყობს ხელს." - ნათქვამია ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics