11:01 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-29 14:23:27, 627 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, რაც ჩემთვის უსიამოვნო საყურებელია, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?!

რომ ატრიალებთ მუდმივად შვიდი ნოემბრის კადრებს, რომელიც ჩემთვის უსიამოვნო საყურებელია, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი მკვლელობა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა, პირდაპირი მოწოდებით, წაახალისა.

„ჯერ ერთი, რომ ატრიალებთ მუდმივად კადრებს შვიდი ნოემბრის, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე, დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს, გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირმა, თავისი პირდაპირი მოწოდებით?!“, - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics