11:02 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-27 21:01:38, 1103 ნახვა

პოლიტიკა
ჯიშკარიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო პროცესზე წასვლას ხელს არ შეუშლის

ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა მას სასამართლო სხდომაზე მონაწილეობაში ხელს არ შეუშლის. ამის შესახებ მან ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ისაუბრა.

"ჩვენი აზრით, ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო პროცესზე წასვლას ხელს არ შეუშლის. პაციენტი, რა თქმა უნდა, კიდევ საჭიროებს მკურნალობას და რეაბილიტაციას, ჩვენ მკურნალობის თაობაზე კიდევ შევჯერდებით, ჩვენი რეკომენდაციები გვაქვს, თუმცა ეს მდგომარეობა მას ხელს არ შეუშლის სასამართლო პროცესზე წასვლაში", — განაცხადა მან.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობასა და რეაბილიტაციას კვლავ საჭიროებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიხეილ სააკაშვილს მულტიდისციპლინური მიდგომა, სჭირდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის გათვალისწინებული.   





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics