05:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 16:20:57, 1112 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. - ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე თქვა.

მისი ინფორმაციით გადატრიალება 1-2 დეკემბერს არის დაგეგმილი. 

როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ოპერაციის დაგეგმვაში ოლიგარქ რინატ ახმეტოვის გარემოცვაა ჩართული.

„შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ასევე ხმოვანი ინფორმაცია, სადაც ასე ვთქვათ, უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილავენ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას, საუბრობენ, რომ მოხდება მილიარდი დოლარის მოზიდვა და ა. შ.

ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეს იქნება მისი დიდი შეცდომა, რადგან არ შეიძლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ომი“. - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics