12:10 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 15:25:13, 971 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ბიუჯეტის დამტკიცებაზე - 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, ერთი წამიც კი დაიკარგოს

თითოეულ მუნიციპალიტეტს სჭირდება ბიუჯეტი იმისთვის, რომ მერებმა შეძლონ ხალხის საჭიროებებზე მუშაობა, - ასე გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას განვითარებულ მოვლენებს.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, 2022 წელს საქართველოს არ აქვს ფუფუნება,  დაკარგოს ერთი წამიც კი.

„ახალი საკრებულოები მუშაობას შეუდგება მხოლოდ 3 დეკემბრიდან, შესაბამისად, ძველი საკრებულოები ამ მომენტში კარგავენ უფლებამოსილებას. ძველი საკრებულოები ამტკიცებენ ბიუჯეტს იმის გამო, რომ დრო არ დაიკარგოს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმშენებლობის კიდევ უფრო მაღალი ტემპი უნდა გვქონდეს. 2022 წელს ქვეყანას არ აქვს ფუფუნება, დაკარგოს ერთი წამიც კი, ამიტომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ადგილზე სჭირდება ბიუჯეტები იმისთვის, რომ მერიებმა შეძლონ ხალხის საჭიროებებისთვის იმუშავონ 24 საათის განავლობაში“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ზუგდიდსა და ბათუმში 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წელს მოწვეულმა  საკრებულომ დაამტკიცა. აღნიშნულ ფაქტს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც, სამართალდამცველებმა მათ საკრებულოს შენობა დაატოვებინეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics