12:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-26 12:37:54, 937 ნახვა

პოლიტიკა
ზუგდიდის ძველი მოწვევის საკრებულომ, პროტესტის ფონზე, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. საკრებულოს სხდომას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 47 მილიონ 200 ათასით. ყველა პრიორიტეტი ადეკვატურად არის ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდიანარე ფინანსურად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ხელფაებს საჯარო სექტორში როგორც ემრიაში ასევე საკრებულოში კანონმდებლობის შესაბამისად იზრდება ხელფასები. ოპოზიციას არც გადანაწილება არ აინტერსებთ, ერთადერთი მიზანი არის კრიზისის შემოტანა და დესტაბილიზაცია. ვერავინ ვერ იტყვის, რომ არალეგიტიმურია რომელიმე გადაწყვეტილება. წითლიძეს ბიუჯეტი კრიზისის მექანიზმად ესახება" - ამბობს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების პროცესს არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. თავდაპირველად სხდომათა დარბაზში შესვლა "ენმ"-ის წარმომადგენლებმა შეძლეს, თუმცა მოგვიანებით დაპირისპირება დაიწყო, 

სამართალდამცველებმა სხდომათა დარბაზში შესულ ოპოზიციონერებს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ანი წითლიძის განცხადებით, გაყვანის დროს მას პოლიციელებმა თითი მოტეხეს.

პარარელურად, შენობის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ, პოლიციამ აქციის ორი მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანა და ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში. ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს ისინი თუ არა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics