03:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-25 19:17:32, 1090 ნახვა

მსოფლიო
მერკელი პუტინს - ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირი დაჯდება

ევროკავშირი მზად უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის უკრაინის ირგვლივ ან პოლონეთისა და ბელორუსის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. -  ამის შესახებ, გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მერკელმა ევროკავშირს , მოუწოდა გამოიჩინოს ერთიანობა ბელორუსი-პოლონეთის საზღვარზე მიგრაციული კრიზისისა და უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების განლაგების თაობაზე.

„ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძვირი დაჯდება“, - განაცხადა მერკელმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრობლემის გადაჭრის უპირატესი გამოსავალი სიტუაციის განმუხტვა უნდა იყოს.

ნოემბრის ბოლოს, The New York Times-მა, CBS-მა და Bloomberg-მა აშშ-ს დაზვერვაზე მითითებით ისაუბრეს რუსეთის გეგმებზე უკრაინაში 2022 წლის დასაწყისში "შეჭრაის" თაობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics